No products in the cart.
სელექციური მოქმედების ჰერბიციდი მარცვლოვანი კულტურებისთვის. პრეპარატი მაღალეფექტურია ერთწლიანი და რიგი მრავალწლიანი ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ, მათ შორის 2,4 D მიმართ გამძლე. პრეპარატისთვის დამახასიათებელია მაღალი სისტემური მოქმედება, იგი იჭრება სარეველების ფოთლებიდან და ფესვთა სისტემიდან და აფერხებს უჯრედოვან დაყოფას.
პრეპარატის უპირატესობანი:
- მედეგია ნალექების მიმართ, არ ირეცხება წვიმით შესხურებიდან 2 საათის შემდეგ;
- ხარჯვის დაბალი საჰექტრო ნორმა;
- ხანგრძლივი დაცვითი მოქმედება-8კვირა;
- კომბინირდება უმეტეს ინსექტიციდთან და ფუნგიციდთან;
- მაღალმგრძნობიარეა სარეველების 93-95%-ის მიმართ, ჯიჯილაყა, ღორის ქადა, ბოლოკა, გვირილა, კატაბალახა, ყაყაჩო, სპერგულა, ყანის ია, ამბროზია, ნაცარქათამა, ღიღილო, მატიტელა, ღიჭა, რძიანა, ხოვერა და ა.შ.
გამოყენების რეგლამენტები
| კულტურა | ხარჯვის ნორმა კგ/ჰა | გამოყენების რეკომენდაციები |
| ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი | 0,-0,5 | შესხურება გაზაფხულზე, ბარტყობის დაწყებიდან აღერებამდე, სარეველების ადრეული განვითრების სტადიაში |
| სიმინდი, სორგო | 0,-0,5 | შესხურება გაზაფხულზე კულტურის 3-4 ფოთლის ფაზაში, სარეველების ადრეული განვითარების სტადიაში |







მიმოხილვები
ჯერ არ არის მიმოხილვები.