No products in the cart.
შემადგენლობა
აზოტის სრული შემცველობა (N) | 28.0% |
აზოტი, ნიტრატული ფორმა | 26.6% |
აზოტი, ამიდური ფორმა | 1.40% |
ფოსფორის პენტაოქსიდი (P2O5) | 28% |
კალიუმის ოქსიდი (K2O) | 28% |
მაგნიუმის ოქსიდი (MgO) | 2% |
გოგირდის ტრიოქსიდი (So3) | 15.7% |
რკინა (Fe) 100% ხელატური ფორმა EDTA | 0.08% |
მანგანუმი (Mn) | 0.04% |
თუთია (Zn) 100% ხელატური ფორმა EDTA | 0.04% |
სპილენძი (Cu) 100% ხელატური ფორმა EDTA | 0.02% |
ბორი (B) წყალში ხსნადი | 0.02% |
მოლიბდენი (Mo) წყალში ხსნადი | 0.002% |
პრეპარატული ფორმა: ჟელე
ტრადიციული სასუქებისგან განსხვავებული სტრუქტურა და უნიკალური ფორმულაცია საშუალებას იძლევა უზრუნველყოს საუკეთესო შედეგი რთულ გარემო პირობებშიც კი. მისი საშუალებით მცენარე ახდენს ნიადაგში არსებული ბლოკირებული ელემენტების ათვისებას. მისი განსაკუთრებული სტრუქტურის წყალობით მიკროელემენტები სწრაფად აღწევენ ფოთლის ქსოვილში. ფოთლიდან შესხურებისას უკეთ ნაწილდება ფოთლის მთელ ზედაპირზე და დანაკარგის გარეშე შეიწოვება. ჟელეს ფორმულაციაში საკვები ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია საშუალებას იძლევა შევამციროთ დოზა და გამოსაყენებელი წყლის რაოდენობა.
გროუ პლანტ გელ მაქსი 28 28 28 + 2% MgO + ME წარმოადგენს დაბალანსებულ ფორმულას ძირითადი ელემენტების მაღალი შემცველობით. იგი უზრუნველყოფს მცენარეს ვეგეტაციის პერიოდში ყველა აუცილებელი მაკრო და მიკროელემენტით. ინტენსიურად გამოიყენება ვეგეტაციის აქტიურ ფაზაში, ყვავილობის წინა და ყვავილობის შემდგომ პერიოდებში. ხელს უწყობს ფოტოსინთეზის პროცესის გაძლიერებას და მცენარის ინტენსიურ ზრდას.
გამოყენების რეგლამენტები:
კულტურა | შეტანის მეთოდი | დოზა |
პამიდორი, წიწაკა, კიტრი, ბადრიჯანი, კარტოფილი, საზამთრო, ნესვი, ვაზი, ვაშლი, ატამი, ციტრუსი, კივი, თხილი, ხორბალი, სიმინდი, მზესუმზირა, ხახვი, ცერეცო, სალათი, კაკლოვნები, კენკროვნები და სხვა. |
ფოთლოვანი გამოკვება |
200-350 გრამი 100 ლიტრ წყალში |
პამიდორი, წიწაკა, კიტრი, ბადრიჯანი, კარტოფილი, საზამთრო, ნესვი, ვაზი, ვაშლი, ატამი, ციტრუსი, კივი, თხილი, ხორბალი, სიმინდი, მზესუმზირა, ხახვი, ცერეცო, სალათი, კაკლოვნები, კენკროვნები და სხვა. |
ფერტიგაცია |
2-5 კგ 1000 ლიტრ წყალში |
მიმოხილვები
ჯერ არ არის მიმოხილვები.