No products in the cart.
მცენარეთა დაცვის თანამედროვე პროდუქცია, რომელშიც გამოყენებულია ახალი ქიმიური მიღწევები. პრეპარატი განსაკუთრებული ეფექტურობით აკონტროლებს მღრღნელი და მწუწნი მავნებლების ფართო სპექტრს.
სპექტრუმ დუო არის ფართო სპექტრის, სისტემური მოქმედების ტრანსლამინარული ინსექტიციდი, შეიწოვება მცენარის მიერ, გადაადგილდება მის ყველა ნაწილში და იცავს ფოთლის ზედაპირს ორივე მხარეს. მას ახასიათებს სწრაფი, ნოკდაუნ ეფექტი და ასევე იცავს მცენარეს ხანგრძლივად. ინსექტიციდი ზემოქმედებს მავნებლის ნერვულ სისტემაზე და იწვევს მის პარალიზებას. მას ახასიათებს ოვიციდური და ლარვიციდური მოქმედებაც.
გამოყენების რეგლამენტები
| კულტურა | მავნე ობიექტები | პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა | სამუშაო ხსნარის მოცულობა ლ/ჰა | ლოდინის პერიოდი დღეებში, (გამოყენების ჯერადობა) |
| ვაზი | ფოთოლხვევიები, ყურძნის ჭია და ა.შ. | 0,3-0,7 | 400-800 | 14(1-2) |
| კურკოვანი და თესლოვანი ხეხილი | ნაყოფჭამია, ბუგრები, პარკიხვევიები და ა.შ. | 0,3-0,7 | 500-800 | 18(1-2) |
| კაკლოვნები | თხილის ცხვირგრძელა, ბუგრები, ფაროსანა და ა.შ. | 0,3-0,7 | 500-800 | 20(1-2) |
| კარტოფილი | კოლორადოს ხოჭო, ბუგრები, მენაღმე ჩრჩილები | 0,25-0,6 | 300-600 | 20(1-2) |
| ბისტნეულ-ბაღჩეული კულტურები ღია და დახურულ გრუნტში | ბუგრები, ხვატარი, ფსილები და ა.შ. | 0,25-0,6 | 300-600 | 20(2) |
| მარცვლოვნები: ხორბალი, ქერი, სიმინდი, შვრია და ა.შ. | მავნე კუსებურა, ჭია წურბელა, ბუგრები, თრიფსები, ჭიჭინობელები, ხერხიები და ა.შ. | 0,25-0,6 | 300-350 | 28(2) |








მიმოხილვები
ჯერ არ არის მიმოხილვები.