No products in the cart.
ფართო სპექტრის სწრაფი მოქმედების კონტაქტურ-ნაწლავური ინსექტიციდი, რომელიც გამოიყენება ვაზის, ხეხილის, ბოსტნეულის, მარცვლოვან და სხვა კულტურებში მავნებლებისაგან დასაცავად. პრეპარატი აერთიანებს ორ მძლავრ აქტიურ ნივთიერებას, რაც უზრუნველყოფს ძირითადი მწუწნი მავნებლების ეფექტურ კონტროლს.
პრეპარატის უპირატესობანი:
- ორი მოქმედი ნივთიერების არსებობა იძლევა ორმაგ ეფექტს მავნებლების წინააღმდეგ;
- ფართო სპექტრის მავნებლებთან ბრძოლის უნარი;
- მოქმედ ნივთიერებებს შორის ჯვარედინი რეზისტენტობის არ არსებობა.
გამოყენების რეგლამენტები
| კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა ლ/ჰა | ლოდინის პერიოდი დღეებში (გამოყენების ჯერადობა) |
| ვაზი | ყურძნის ჭია, ფოთოლხვევიები | 0,25-0,4 | 14(1-2) |
| თესლოვანი და კურკოვანი ხეხილი | ტკიპები, ბუგრები, მენაღმე ჩრჩილები, არაფარდი პარკხვევია, ფოთოლხვევიები, ნაყოფჭამიები | 0,3-0,4 | 28(1-2) |
| კაკლოვნები | ტკიპები, ბუგრები, მენაღმე ჩრჩილები, არაფარდი პარკხვევია, ფოთოლხვევიები და ა.შ. | 0,25-0,4 | 14(1-2) |
| კენკროვნები | ტკიპები, ბუგრები, ფოთოლხვევიები, მენაღმე ჩრჩილები და ა.შ. | 0,25-0,4 | 14(1-2) |
| ბოსტნეულ-ბაღჩეული, კარტოფილი | ხვატარი, ბუგრები, ტკიპები, თრიფსები, მენაღმე ჩრჩილები, კოლორადოს ხოჭო და ა.შ. | 0,25-0,4 | 14(1-2) |
| მარცვლოვნები | ტკიპები, ბუგრები, თრიფსები და სხვა | 0,25-0,4 | 28(1-2) |
| დეკორატიული მცენარეები | ტკიპები, ბუგრები, თრიფსები და სხვა | 0,25-0,4 | – |








მიმოხილვები
ჯერ არ არის მიმოხილვები.