No products in the cart.
შემადგენლობა % w/w
10% ბორი (B) წყალში ხსნადი
სიმკვრივე 1.32g/cc – pH 8
მოქმედების მექანიზმი:
ბორი მცენარეებისთვის აუცილებელი მიკროელემენტია, რადგან ის მონაწილეობს მერისტემების ზრდის პროცესში, კულტურის განაყოფიერებაში და უშუალოდ ააქტიურებს უჯრედების გაყოფას. ბორის დეფიციტი იწვევს მცენარის ზრდის შემცირებას და საბოლოოდ მის სიკვდილს. ეკოქსი ბორი მონაწილეობას ღებულობს უჯრედის კედლის ფორმირებაში, აუმჯობესებს წყლის შეწოვას, არეგულირებს კალიუმისა და კალციუმის დონეს, შესაბამისად ზრდის ხილისა და ბოსტნეულის ზომასა და ხარისხს, ამცირებს ნაყოფის დასკდომას.
რადგან ეკოქსი ბორი ფორმულირებულია ეთალონამინით, მცენარე მარტივად შეიწოვს მას და უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგის მიღწევას.
გამოყენების რეკომენდაციები:
ბოსტნეული(ნიახური, ყვავილოვანი კომბოსტო და ა.შ.): 150-200მლ/100ლ წყალში
ძირხვენები (ჭარხალი, სტაფილო და ა.შ.): 200-300 მლ/100ლ წყალში, შესხურება 3-6 ფოთლის ფაზაზე.
ზეთისხილი, ხეხილი, ვაზი: 200-400 მლ/1000ლ წყალში, შესხურება ყვავილობამდე და განაყოფიერების შემდეგ.
ბორის მაღალი დეფიციტისას(ფოთლოვანი შესხურება): 500 მლ/100ლ წყალში.
ზოგადი რეკომენდირებული დოზები ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში: 150-200 მლ/100ლ წყალში.
თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდთან და აგროქიმიკატთან გარდა თუთიისა, მანგანუმის სულფატისა და ზეთებისა. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია შემოწმება.
პროდუქტი მარკირებულია EC 2003/2003 რეგულაციის შესაბამისად.
პროდუქტი დაშვებულია ორგანულ მეურნეობაში გამოსაყენებლად.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
მიმოხილვები
ჯერ არ არის მიმოხილვები.