+995 595 22 28 20

ეკოქსი Zn-Mn

In stock

კომპლექსური მიკროელემენტების თხევადი ნარევი
მწარმოებელი: მაფა-ესპანეთი
შეფუთვა: 1ლ/5ლ/20ლ

  • homepage-new-image-box-img-1
    გაზრდილი მოსავალი
  • homepage-new-image-box-img-3
    დაცული მეურნეობა
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 9:00 - 20:00

+995 595 22 28 20

შემადგენლობა:

2.5% მანგანუმი (Mn) წყალში ხსნადი

2.5% მანგანუმი (Mn) კომპლექსური

4.5% თუთია (Zn) წყალში ხსნადი

4.5% თუთია (Zn) კომპლექსური

 

კომპლექსური აგენტი: გლუკონის მჟავა

სიმკვრივე: 1.30 გ/ლ

pH: 3.5

 

მოქმედების მექანიზმი:

ეკოქსი Zn-Mn არის თხევადი სასუქი, რომელიც გამოიყენება მანგანუმის და თუთიის ერთდროული დეფიციტის დასარეგულირებლად და მცენარეს მიეწოდება ადვილად ათვისებადი ფორმით.

იგი არის პროდუქტი, რომელიც შემუშავებულია პრევენციული და სამკურნალო მიზნებისათვის და გამოიყენება ფოთლოვანი გამოკვებისას და ფერტიგაციისას. ეკოქსი Zn-Mn აერთიანებს მეტაბოლურ აქტივატორებს, რომელიც გაჯერებულია თუთიით და მანგანუმით, რათა გამოსწორდეს ფიზიოლოგიური დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია ამ მიკროელემენტების არასაკმარის შეწოვასთან.

ეკოქსი Zn-Mn ახორციელებს სპეციპიკურ პროცესებს მცენარეში ცილების წარმოქმნისთვისა და ფერმენტული პროცესების გააქტიურებისთვის. თუთია აუცილებელია სახამებლისა და პეპტიდაზის ფორმირებისთვის. ის ასევე ხელს უშლის აუქსინების დაშლის პროცესს.

მანგანუმი აუცილებელია ქლოროფილის ფორმირებისთვის და არის კატალიზატორი შემცირება-ჟანგვის რეაქციებისთვის სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში.

 

გამოყენების რეკომენდაციები:

მრავალწლოვანი კულტურები (ციტრუსი ხილი, ზეთისხილი, ვაზი და სხვა.)

ფოთლოვანი შესხურება 200-400მლ/100 ლ წყალზე

ბაღჩეული და დეკორატიული კულტურები, პატარა მცენარეები:

ფოთლოვანი შესხურება 200-400მლ/100 ლ წყალზე

თავთავიანი და მარცვლეული კულტურები:

ფოთლოვანი შესხურება 200-400მლ/100 ლ წყალზე

ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები:

ფოთლოვანი შესხურება 200-400მლ/100 ლ წყალზე

 

თავსებადობა:

არ იწვევს ფიტოტოქსიკურობას. თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდსა და აგროქიმიკატთან. სამუშაო ნარევის მომზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე მცირე რაოდენობის შერევით.

დაამატეთ თქვენი მიმოხილვა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მიმოხილვები

ჯერ არ არის მიმოხილვები.

Shopping Cart 0
No products in the cart.
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.