+995 595 22 28 20

ვიგორ ელ რაპიდო

In stock

ორგანული აზოტოვანი სასუქი

მწარმოებელი: ჰიდრო ფერტი-იტალია

შეფუთვა: 1ლ/5ლ

  • homepage-new-image-box-img-1
    გაზრდილი მოსავალი
  • homepage-new-image-box-img-3
    დაცული მეურნეობა
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 9:00 - 20:00

+995 595 22 28 20

თხევადი საფუარის შემცველი ყავისფერი წყალმცენარის ექსტრაქტი მიკროელემენტებით (B, Co, Cu, Fe, Mn, Mo, Zn) 100% დაშვებულია ორგანულ მეურნეობაში.

 

შემადგენლობა:

ორგანული აზოტი (N) 3.5
ბიოლოგიურად ორგანული (C) 14.5%
ორგანული სუბსტრაქტები (მოლეკულური წონა <50 KDa) 30%
ამინომჟავების სრული შემცველობა 20%
თავისუფალი ამინომჟავები 12%
წყალმცენარის ექსტრაქტი (Sargassum Laminaria) 8%
წყალში ხსნადი ბორი (B) 0.025%
წყალში ხსნადი კობალტი (Co) EDTA ხელატი 0.002%
წყალში ხსნადი სპილენძი (Cu) EDTA ხელატი 0.075%
წყალში ხსნადი რკინა (Fe) EDTA ხელატი 0.2%
წყალში ხნადი მანგანუმი (Mn) EDTA ხელატი 0.2%
წყალში ხსნადი მოლიბდენი (Mo) 0.005%
წყალში ხსნადი თუთია (Zn) EDTA ხელატი 0.075%

 

pH დიაპაზონი, რომელიც უზრუნველყოფს ხელატირებული ფრაქციის სტაბილურაობას: 4-9

ვიგორ ელ რაპიდო არის 100% მცენარეული წარმოშობის ზრდის სტიმულატორი. იგი დამზადებულია დაბალ ტემპერატურაზე, ყოველგვარი ქიმიური ჩარევებისა და დანამატების გარეშე, ზღვის წყალმცენარეები ( Sargassum, Laminaria) ბაზაზე. იგი მდიდარია მიკროელემენტებით, ვიტამინებით, პოლისახარიდებით, ნატურალური ფიტოჰორმონებით, პროტეინებით და უმაღლესი ხარისხის მცენარეული ამინო მჟავებით.

იგი გამოიყენება, როგორც ფოთლოვანი გამოკვების ასევე ფერტიგაციის გზით. მისი დახმარებით მიიღწევა: გაცილებით მეტი ყვავილობის უნარი, უკეთესი გამონასკვა და ნაყოფის ჩამოყალიბება, გაუმჯობესებული უჯრედების განვითარება, მოსავლიანობის ზრდა, ნაყოფის ხარისხობრივი მაჩვენებლის, ზომის, შეფერილობის და გემოვნური თვისებების გაუმჯობესება, უკეთესი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები, მცენარის შენახვის უნარიანობის გახანგრძლივება, მცენარის მდგრადობის გაუმჯობესება ნებისმიერი სტრესული პირობებისადმი (სიცივე, მაღალი ტემპერატურა, მოჭარბებული ტენი და ნალექი, მკვეთრი ტემპერატურული ცვლილებები და ა.შ.) მცენარე გაცილებით უკეთესად გადის ვეგეტაციის ყველა ფაზას, ინვითარებს უფრო მდგრად და ჯანმრთელ ფესვთა სისტემას, ხდება გაცილებით ნაკლებას სენსიტიური ნიადაგში არსებული მიკრო ელემენტების სიმცირისადმი.

ვიგორ ელ რაპიდო -ს გამოყენება რეკომენდირებულია ნებისმიერ სხვა ტიპის სასუქებთან, მცენარეთა დაცვის ნებისმიერი ტიპის საშუალებებთან ერთა, რადგან იგი ხელს უწყობს მათი ეფექტურობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას და მცენარის შიგნით ეფექტურ გადაადგილებას.

 

კულტურა გამოყენების რეკომენდაცია დოზა ლიტრი / 100 ლიტრ წყალზე
ვაზი, ზეთისხილი, ციტრუსი, ხეხილი, ბოსტნეული შესხურება 3 – ჯერ: ყვავილობისას, ნაყოფის ჩამმოყალიბების ეტაპზე, ზეთისხილის ზრდის სტადიაზე 0.15-0.25
დეკორატიული მცენარეები შესხურება 2-3 ჯერ: ვეგეტატიური ზრდის ფაზა და ყვავილობა 0.1-0.2
მარცვლეული, სამრეწველო კულტურები შესხურება 1-2 ჯერ: სასოფლო-სამეურნეო ციკლის განმავლობაში 0.1-0.15
კაკლოვნები შესხურება ერთხელ, ნაყოფის ჩამოყალიბების შემდეგ (ხელს უწყობს ნაყოფის ზრდის პროცესს 0.2
კენკროვნები შესხურება 2-3 ჯერ: ნაყოფის ჩამოყალიბების შემდეგ და ნაყოფის ზრდის სტადიაზე ( ხელს უწყობს ნაყოფის ზრდის პროცესს) 0.3-0.5

 

შენიშვნა: ფოთლოვანი შესხურებისას რეკომენდირებული დოზები მოცემულია 100ლ/ჰა წყლის მოცულობაზე

ფერტიგაცია: გამოიყენება ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურაშ. დოზა 20ლ.

დაამატეთ თქვენი მიმოხილვა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მიმოხილვები

ჯერ არ არის მიმოხილვები.

Shopping Cart 0
No products in the cart.
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.