No products in the cart.
ფუნგიციდის მაღალი პერსისტენტობა და სამკურნალო ეფექტი საშუალებას იძლევა შეაჩეროს ნაცარი ყველაზე რთულ სიტუაციებში, ინფექციის მაღალი ფონის პირობებში.
ზუმი არის მეზოსისტემური მოქმედების ფართო სპექტრის კომბინირებული ფინგიციდი. მისი გამოყენება უზრუნველყოფს ვაზის ხანგრძლივ დაცვას ქეცისა და ნაცრისაგან.. ბოსტნეულ და ბაღჩეულ კულტურებს ალტერნარიოზისაგან.
პრეპარატის უპირატესობანი:
- პათოგენების შესანიშნავი და საიმედო კონტროლის მექანიზმი მათი განვითარების სხვადასხვა სტადიაზე;
- გააჩნია პროფილაქტიკური და სამკურნალო ეფექტი;
- აქტივობის ფართო სპექტრი პათოგენების წინააღმდეგ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში;
- ანტირეზისტენტობის უნარი.
გამოყენების რეგლამენტები
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა კგ/ჰა | სამუშაო ხსნარის მოცულობა ლ/ჰა | ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) |
ვაზი | ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე, წითურა | 0,2-0,4 | 400-800 | 20(2) |
ხეხილი | ქეცი, ნაცარი, ალტერნარიოზი | 0,3-0,4 | 500-800 | 20(2) |
კაკლოვნები | ნაცარი, ლაქიანობები | 0,3-0,4 | 500-800 | 20(2) |
ბოსტნეულ ბაღჩეული ღია და დახურულ გრუნტში | ნაცარი, ალტერნარიოზი, ნაცრისფერი სიდამპლე | 0,25-0,35 | 300-600 | 20(2) |
კომბოსტო | ნაცარი, ფოთლის ლაქიანობები, თეთრი ჟანგა | 0,25-0,35 | 300-400 | 20(2) |
მიმოხილვები
ჯერ არ არის მიმოხილვები.