+995 595 22 28 20

ფელიქს ექსტრა წდგრ

In stock

მოქმედი ნივთიერება: ტებუკონაზოლი 800 გრ/კგ

მწარმოებელი: ვილიამ ვესტი-ამერიკა

შეფუთვა: 1კგ/0,25კგ/0,05კგ

  • homepage-new-image-box-img-1
    გაზრდილი მოსავალი
  • homepage-new-image-box-img-3
    დაცული მეურნეობა
სამუშაო საათები:
ორშაბათი - პარასკევი: 9:00 - 20:00

+995 595 22 28 20

სისტემური ფუნგიციდი, პრევენციული და სამკურნალო მოქმედებით, რომელიც უზრუნველყოფს კულტურების დაცვას ნაცროვანი და სხვა სოკოებისაგან, ყველაზე რთულ პირობებშიც კი.

ფელიქს ექსტრა შეიწოვება მცენარის ფოთლებიდან და ფესვებიდან, ახასიათებს მცენარეში აკროპეტალური (ფუძიდან წვერის მიმართულებით) გადაადგილების უნარი. ტებუკონაზოლი ხელს უშლის სოკოვანი უჯრედის კედლის სტრუქტურის აგების პროცესს, აფერხებს სოკოს რეპროდუქციას და შემდგომ ზრდას.

 

პრეპარატის უპირატესობანი:

  • თავსებადია თითქმის ყველა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან;
  • არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა;
  • საუკეთესო პარტნიორია, ინტეგრირებული დაცვის სისტემაში.

გამოყენების რეგლამენტები

 

კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა კგ/ჰა სამუშაო ხსნარის მოცულობა ლ/ჰა ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
ვაზი ნაცარი 0,2-0,4 400-800 35(3)
თესლოვანი და კურკოვანი ხეხილი ნაცარი 0,2-0,3 500-800 30(3)
სამარცვლე პარკოსნები ნაცარი 0,15 300-500 35(2)
თხილი ნაცარი 0,4 600-800 30(3)
ბოსტნეულ ბაღჩეული ალტერნარიოზი, ნაცარი 0,2-0,3 300-600 21(2)
თავთავიანი მარცვლოვნები სეფტორიოზი, ნაცარი, ჟანგა 0,1-0,25 300-350 30(1)
მზესუმზირა ალტერნარიოზი, სკლეროტინიოზი 0,2-0,3 300-350 20(2)
დაამატეთ თქვენი მიმოხილვა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მიმოხილვები

ჯერ არ არის მიმოხილვები.

Shopping Cart 0
No products in the cart.
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.