No products in the cart.
კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების მაღალეფექტური ინსექტიციდი, რომელიც ზემოქმედებს მავნებელი მწერების ნერვულ სისტემაზე, არღვევს უჯრედის მემბრანას.
პრეპარატის უპირატესობანი:
- მაღალეფექტურია მავნე მწერების აბსოლუტური უმრავლესობის წინააღმდეგ;
- აქვს მკვეთრად რეპელენტური ეფექტი;
- მედეგია ატმოსფერული ნალექების ჩამორეცხვისადმი;
- რეკომენდირებული დოზებით გამოყენებისას არ არის ფიტოტოქსიკური.
გამოყენების რეგლამენტები
| კულტურა | მავნე ობიექტები | პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა | წყლის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა | გამოყენების ხერხი და დრო | ლოდინის პერიოდი დღეებში, (გამოყენების ჯერადობა) |
| ვაზი | ფოთოლხვევიები | 0,25-0,35 | 400-800 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 10(3) |
| თესლოვანი და კურკოვანი ხეხილი | ბუგრები, ნაყოფჭამია, ფოთოლხვევიები,არაფარდი, პარკხვევია, ამერიკული თეთრი პეპელა, ფაროსანა | 0,25-0,35 | 400-800 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 15(3) |
| კაკლოვნები, თხილი | ბუგრები,ცხვირგრძელები, ამერიკული თეთრი პეპელა, ფაროსანა | 0,4 | 400-800 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 15(3) |
| კარტოფილი | კოლორადოს ხოჭო, ბუგრები, ხვატარი და ა.შ. | 0,2-0,3 | 300-600 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 10(3) |
| ბოსტნეულ-ბაღჩეული | ბუგრები, ხვატარი, თრიფსები და ა.შ. | 0,4 | 300-600 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 15(3) |
| ბარდა, ლობიო | ბუგრები, მემარცვლიები | 0,1-0,2 | 250-350 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 7 |
| მარცვლოვნები: ქერი, ხორბალი, შვრია, სიმინდი | მავნე კუსებურა, ჭიჭინობელები, თრიფსები, რწყილები, ფარვანა, ხვატარი და ა.შ. | 0,15-0,3 | 300-450 | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 1(4) |
| არა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, საძოვრები | კალიები, არაჯოგური ფორმები | 0,1-0,15 | 500-800 | შესხურება მავნებლის გამოჩენისთანავე | 1(4) |
| ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყის მცენარეები | ფოთოლხვევიები, ფიჭვის ნარინჯისფერი ხერხია, პარკხვევიები და ა.შ. | 0,05-0,1 | 500-1000 | შესხურება მავნებლის გამოჩენისთანავე | დამუშავების შემდეგ იკრძალება პირუტყვის ძოვება 5 დღე, სოკოსა და კნკრის შეგროვება 10 დღე |








მიმოხილვები
ჯერ არ არის მიმოხილვები.